fbpx
საბერძნეთი

აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში ვაქცინის მე-3 დოზა საბერძნეთში

პირველადი ჯანდაცვის გენერალურმა მდივანმა, მარიოს თემისტოკლეუმ საჯარო გამოსვლისას საბერძნეთში ვაქცინის მე-3 დოზასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, თუკი ექსპერტთა კომიტეტი “მწვანე შუქს” აანთებს, ამ შემთხვევაში მოსახლეობის ნაწილისთვის ვაქცინის მე-3 დოზით აცრა მოხდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში, ან სექტემბრის დასაწყისში.

მე-3 დოზის განსაზღვრა მოხდება სამ კრიტერიუმზე დაყრდნობით:

  • ასაკი
  • იმუნოდეფიციტის შემთხვევაში
  • დროიდან გამომდინარე, თუ როდის მოხდა პირველი და მეორე დოზით აცრა.

“ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, რომ გავაკეთოთ ვაქცინების მე-3 დოზა. ოპერაცია “თავისუფლება” ორგანიზებულად ხორციელდება, თუმცა, ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებებისთვის ველოდებით ექსპერტთა საბჭოსგან დასკვნებს და დასტურს,” აცხადებს მდივანი.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ 15 აგვისტოს შემდეგ ვაქცინაციისთვის დანიშნული ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.

onalem

ტესტ