fbpx
კრიმინალი

აგიოს ნიკოლაოს: შვილის გამო მამამ 20 წლის ბიჭს და მის ორ მცირეწლოვან დას 5-ჯერ ესროლა

ინციდენტმა, რომელიც აგიოს ნიკოლაოსის ტერიტორიაზე მოხდა, საზოგადოება შეძრა. როგორც ბერძნული მედია იუწყება, მამაკაცი 20 წლის ბიჭის სახლში შეიჭრა და მას და მის არასრულწლოვან დებს ცეცხლი გაუხსნა. მიზეზი კი ის იყო, რომ 20 წლის ბიჭს მის შვილთან ჩხუბი მოუვიდა. ისინი თანაკლასელები იყვნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი სასჯელს ადრეც იხდიდა, რადგან პოლიციელს დანით დაესხა თავს. ამ შემთხვევაში კი, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც სახლში თავისი შვილი მივიდა და უთხრა, რომ გასართობ კლუბში ჩხუბი მოუვიდა. მამაკაცმა, მას შემდეგ, რაც შვილს დეტალები გამოჰკითხა, 20 წლის ბიჭის სახლში წავიდა და არ იცოდა, რომ მასთან ერთად იქ მისი არასრულწლოვანი დებიც იმყოფებოდნენ.

სახლში შეჭრისას მან 5-ჯერ გაისროლა, თუმცა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ტყვიები მოხვდა კედლებსა და მაცივარს, თუმცა, მცირედით ასცდა 16 წლის გოგონას და ყველა პანიკამ მოიცვა. დამნაშავე ამის შემდეგ სწრაფად გაიქცა, თუმცა, ცხადია 20 წლის ბიჭმა ის იცნო და მაშინვე პოლიციაში განაცხადა.

47 წლის მამაკაცი დააკავეს და მას მრავალჯერადი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ