საგანგებო მდგომარეობა თესალონიკში: რომელი ავტობუსები არ მუშაობენ თოვლის გამო?!
თესალონიკის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის. გზებზე შექმნილი პრობლემების გამო, ავტობუსები გარკვეულ რეისებს ვერ ასრულებენ.
კერძოდ, არ მუშაობს N76 (იკეა-აგელოხორი), N77 (მიხანიონა, კერასია-ეპანომი), N82 (თესალონიკი-ნეოხორუდა).
ასევე შეზღუდულად მუშაობენ ნომრები 86 და 87.
კერძოდ, N86 არ გაივლის ლაგინასა და არდამერის.
რაც შეეხება N87 (თესალონიკი-ვასილიკა), ავტობუსი მოძრაობს მხოლოდ ცენტრალური გზებით და არ გაივლის რეგიონულ გაჩერებებს, გარდა აგია პარასკევისა და ფილოთეისა.