ანტონის რემოსმა პოკერის საერთაშორისო ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა
რა რაოდენობის თანხა მოიგო ცნობილმა ბერძენმა მომღერალმა და რა ღირს პოკერის მსოფლიოს ყველაზე დიდი ტურნირის საფინალო მაგიდასთან ჯდომა?
ანტონის რემოსი ჩერნოგორიის ერთ-ერთ ქალაქში გამართულ პოკერის ტურნირში «Triton Super High Roller Series 2017″ იღებდა მონაწილეობას. მან მოახერხა და მე-7 ადგილი დაიკავა.
იმისათვის, რომ ის საფინალო მაგიდასთან მჯდარიყო, მან 128,000 დოლარი გადაიხადა, ხოლო 250,559 მოიგო.
პოპ-მომღერალმა სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელშიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
”სამწუხაროდ, ეს შესანიშნავი მოგზაურობა დასრულდა. პოკერის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურნირზე მე-7 ადგილი დავიკავე და ეს იყო ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი და უნიკალური გამოცდილება ჩერნოგორიაში.”
იხილეთ ვიდეო: