fbpx
პოლიტიკა

“400 ევრო გრძელი ვადით უმუშევრებს, ჩვენ კორონავირუსის პირველ ტალღას გავუმკლავდით” – კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო გამოსვლა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ დღეს საგანგებო გამოსვლისას მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, ქვეყანამ კორონავირუსის პირველი ტალღა საზოგადოების პასუხისმგებლობის საშუალებით თითქმის დასძლია და თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდება, მალე მაღაზიები და სკოლები მუშაობას განაახლებენ.

კერძოდ, პრემიერმა ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:

“თქვენ გაიღეთ მსხვერპლი და ამისთვის დიდ მადლობას გიხდით. ვნების კვირა ყველაზე კრიტიკულია და ჩვენ ერთად უნდა მოვიგოთ ეს ომი. ღირებული დრო უკვე მოვიპოვეთ და ყოველდღიურობაში ქვეყანა ეტაპობრივად დაბრუნდება, ექსპერტების პროგნოზით, ჰორიზონტი ღიაა სკოლებისა და მაღაზიების ამუშავებისთვის.

მიუხედავად ამისა, კორონავირუსი ზამთარში შესაძლოა ისევ დაბრუნდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი პასუხისმგებლობით უკვე შევაჩერეთ და გავუმკლავდით ვირუსის პირველ ტალღას.

რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ გვაქვს 24 მილიარდი ევრო თანამშრომლებისა და ბიზნესების დასახმარებლად. ისინი ვინც გრძელი ვადით არის უმუშევარი, მიიღებს 400 ევროს და საუბარია დაახლოებით 155.000 თანამშრომელზე.

ასევე, გრძელი ვადით უმუშევარი ხალხისთვის დაწესდება სპეციალური სასწავლო და გადამზადების პროგრამები.

ადამიანების, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ გრძელი ვადით და არიან 55-დან 67 წლამდე, შევთავაზებთ 8.500-მდე სამუშაო ადგილს და კონტრაქტი იქნება 12 თვიანი.

მაისში ამოქმედდება პროგრამა 36.500 უმუშევარისთვის და მარტოხელა მშობლებისთვის –  სამუშაო ადგილები მუნიციპალიტეტების სერვის-ცენტრებში, 8 თვით.

მაისის თვის დასაწყისში ასევე მოსალოდნელია პროგრამების ამუშავება, რომლებიც კიდევ 100.000 უმუშევარს დაეხმარება.

ვისი უმუშევრობის დახმარებაც გაუქმდა იანვრის ან თებერვლის თვეში, ამ ადამიანებზე თანხის გაცემა მოხდება კიდევ დამატებით 2 თვე, ვადის გასვლიდან (დაახლოებით 70.000 უმუშევარი).

დამატებით 2 თვე გადაეხდებათ თანხა მათაც, ვისი უმუშევრობის ბარათსაც ვადა მარტში ან აპრილში გაუვიდა (დაახლოებით 43.000 უმუშევარი).”

ამრიგად, პრემიერის განცხადებით, 400 ევროს ერთჯერადად მიიღებს 155.000 ადამიანი, რომელიც მინიმუმ 1 წელია, რაც OAED-ში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, როგორც უმუშევარი. ხოლო იმ ადამიანებს, რომელთა უმუშევრობის დახმარებასაც ვადა გაუვიდა იანვრის, თებერვლის ან მარტის თვეში, თანხის გაცემა 2 თვით გაუხანგრძლივდებათ, ანუ 400 ევრო გადაეცემათ კიდევ ორი თვის მანძილზე.

onalem

ტესტ