fbpx
კრიმინალი

35 წლის თურქი, რომელიც თვითმფრინავის ბორტზე ეგონათ, არც კი დააკავეს, რადგან აღმოჩნდა, რომ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობს

Emirates-ის ხომალდის საგანგებო დაშვების ამბავი ჯერ კიდევ მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. როგორც უკვე ცნობილია, ეს ყველაფერი განხორციელდა თურქი მამაკაცის გამო, რომელიც თავის სახლში იპოვეს და საბერძნეთის პოლიციამ ის არც კი დააკავა, რადგან აღმოჩნდა, რომ თავშესაფარი აქვს მოთხოვნილი და მისი ბინადრობის ნებართვა 2025 წლამდეა ძალაში.

საიდან შევიდა ინფორმაცია აეროპორტში, რომ 35 წლის თურქი თვითმფრინავში ტერორისტულ აქტს გეგმავდა?! ამის შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისმა მეგობარმა გააგზავნა შეტყობინება, რომელიც ამავე ბინაში, მასთან ერთად ცხოვრობს. შესაბამისად, ისიც გამოძიების ობიექტივშია.

არსებული ინფორმაციით, თურქი მამაკაცი დაკავშირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან და მიუხედავად იმისა, რომ განგაში ოფიციალურად შეწყდა, მაინც უამრავი კითხვა არსებობს, რატომ ცხოვრობს და დადის ის თავისუფალი, როცა არსებობს ოფიციალური ცნობები, რომ აქვს ღრმა ისლამისტური იდეოლოგია და კავშირები ტერორიზმთან, კერძოდ, ისლამურ სახელმწიფოსთან.

35 წლის თურქს საბერძნეთმა ბინადრობის ნებართვა 1 ივნისს მიანიჭა.

onalem

ტესტ