fbpx
საზოგადოება

101 წლის მოხუცმა კორონავირუსი დაამარცხა – ქალბატონი სრულად იყო ვაქცინირებული

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლიოში 101 წლის მოხუცი ჰოსპიტალიზაციიდან მალევე გაწერეს სახლში. ქალბატონი, რომელიც ორივე დოზით იყო ვაქცინირებული, კორონავირუსით საავადმყოფოში მოხვდა, მაგრამ რამდენიმე დღეში მდგომარეობა აბსოლუტურად გაუუმჯობესდა და სახლში დაბრუნდა.

საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აცრის დამსახურებაა:

“ამჟამად ჩვენთან რეანიმაციასა და ჩვეულებრივ პალატებში მყოფები მოხუცები არიან და ისინი არ არიან ვაქცინირებულნი. ყველა ადამიანი, რომელიც ვაქცინირებულია, თუნდაც მოხვდეს საავადმყოფოში, ვირუსს თავს ადვილად დააღწევს. ყველაფერი გაცილებით იოლია, როცა აცრილი ხართ. 

იმუნიტეტს მხოლოდ ვაქცინით გამოვიმუშავებთ. ნებისმიერი გართულება შემდეგ უკვე მკურნალობას ექვემდებარება,” ამბობს დირექტორი.

101 წლის ქალბატონი უკვე სახლში იმყოფება და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

onalem

ტესტ