fbpx
საზოგადოება

ხვალ ათენში ვითარება უფრო გართულდება: გაფიცვა თითქმის ყველა ტრანსპორტზე გავრცელდა

როგორც უკვე ცნობილია, ხვალ ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსხვავებული განრიგით იმუშავებს. თუმცა, ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, ვითარება კიდევ უფრო რთულდება.

კერძოდ, ისინი, ვინც ხვალ 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ტაქსით გადაადგილებას გეგმავდა, აღნიშნული ტრანსპორტით ვერ ისარგებლებს.

ხვალ, 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ ტაქსის მძღოლებიც.

ისინი არ მუშაობენ არც დღეს, 13 ივნისს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 14 ივნისს, მეტრო იმუშავებს მხოლოდ დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, ავტობუსები არ იმუშავებს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ხოლო ტროლეიბუსები არ იმუშავებს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

 

 

onalem

ტესტ