fbpx
საზოგადოება

“10 წლის შემდეგ ოჯახში დაბრუნებულს ცივი სახეების მეტი არაფერი დახვდა…”

საბერძნეთში უნდა წევიდე!
კატეგორიული ტონით განუცხადა ნაზიკომ ოჯახს.. ჯერ ქმარმა გამოხედა სათვალის ქვემოდან და მერე შვილებმა შეხედეს ალმაცერად.
– ხო, რას მიყურებთ? მთელი ქვეყანა წასულია და მე ვერ მოვუვლი მოხუცებს?!
მთელი კვირის მანძილზე, საკუთარ შესაძლებლობებში ღრმად დარწმუნებული დააბიჯებდა ნაზიკო კარ-მიდამოში .. ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ, როგორც იქნა გადაწყდა – აუცილებლად უნდა წასულიყო.
დაიწყო სამზადისი. ჯერ კბილები გაიკეთა, მერე თმები შეიჭრა და შეიღება..
– რავარი გალამაზდი, ნაზიკო!
შეიცხადეს მეზობლებმა.
– რა ვქნა, მათხოვარივით ხომ არ წავალ ევროპაში?!
ნაზიკოს, გულზე მწარედ მოხვდა ქალების რეპლიკა.. იუკადრისა კიდეც.. ხმამაღლა არაფერი უთქვამს, ისე კი გაიფიქრა
– მეიცათ, მალე დაგანახებთ ჩემს ეზოში სასახლეს !
ნახეთ აბა, რავარი სტენკა დავდგა ზალაში და გავატკიცინო სახლი.. ჩემს ბიჭსაც კაი მანქანას ვუყიდი და კი ჩამოვალ მერე..

ასეთი ფიქრით დაადგა ევროპის გზას. გზაში, ქართველი ქალები ისე უბოლებდნენ სიგარეტს, სულ ლოყაზე ირტყა ხელი..
– დედაა, ჩემი სიკვდილი, ქალები ჰქვიათ ამგენს?!
დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, შედგა ფეხი ევროპაში. ახალჩამოსულმა ენა არ იცოდა.. ძლივს იშოვა სამსახური და ასე დაიწყო ახალი ცხოვრება…..
რამდენჯერ გზაა აებნა და ტაქსით გადაწყვიტა მისამართზე მისვლა..
– რა გქვია?!
ჩაეძია ტაქსის შოფერი .
– ვინ გკითხავს მე რა მქვია, წინ იხედე!
ტონი არ შეცვალა ნაზიკომ..
გულში გაიფიქრა:
– აქანე ამისთვის კი არ ჩამოვსულვარ, ჩემი ოჯახის ფეხზე დასადგომად ვარ ჩამოსული!
მანქანის მინის იქეთ მდგომ ადამიანებს სიამაყით გახედა და გაეღიმა…
უშნო ქალი არ ეთქმოდა ნაზიკოს. ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა. არც სინაღლე აკლდა და არც ქალური შარმი.
თავიდან ძალიან გაუჭირდა. ღამით ხშირად ტიროდა, მაგრამ ყველაფერს გაუძლო და ოჯახი ფეხზე დააყენა.
უდიდესი სიხარულით ფუთავდა შვილებისთვის გასაგზავნ ამანათებს..
-ლამაზი ქალი ხარ, გავიცნოთ ერთმანეთი?
დახვდა წერილი მესენჯერში.
– დედააა..
შეყვირა და ლოყაზე ხელი მიირტყა.
– მიწა დაგაყარე მაგ ხელებზე შენო !
ამ სასიკვდილეს “იმნაირი” ვეგონეო!
ასე ნელა გადიოდა წლები.
გავიდა 10 წელი.. ბოლოს გადაწყვიტა მის ოჯახს დაბრუნებოდა.. სიურპრიზი მოეწყო ოჯახის წევრებისათვის.
ეზოს ჭიშკარი შეაღო.. გულმა რეჩხი უყო… რაღაც ისე აღარ დახვდა, როგორც დატოვა. არ იდგა მისი პატარა სახლი. სამაგიწროდ, ის სასახლე იდგა, რითაც მეზობლები უნდა გაეოცებინა…
კარი შეაღო….
როგორ ელოდა, ვინმე გამოიქცეოდა და კისერზე მოეხვეოდა.
ცივი სახეების მეტი ვერაფერი დაინახა.
ცრემლი მოერია ნაზიკოს.
– რა გავაკეთე?!
გაიფიქრა და…
ხელით მიასწავლეს ..
– იქ დაწექი, შენი ოთახი ის იქნება (ო)…
– ოთახიც შეუცვლიათ…..
ლოგინზე გულაღმა დაემხო და ტირილი დაიწყო.. როგორ ელოდა, სიყვარულით სავსე სახეებს. მონატრების ცრემლებს მაგრამ, ამაოდ…
“სასახლის” ერთ ოთახში, ერთი უბრალო ქალი იწვა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა შვილებისათვის და ამ დროს ყველაფერი დაკარგა !

ირინა იოსებაშვილი.

onalem

ტესტ