fbpx
საბერძნეთი

ზომების მოხსნა საბერძნეთში – რა გადაწყდა ექსპერტთა საგანგებო სხდომაზე?!

როგორც უკვე ცნობილია, დღეს საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელზეც ახალი გადაწყვეტილებები უნდა მიღებულიყო, ზომების მოხსნასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ განიხილებოდა აკრძალვების შემსუბუქება, საბოლოოდ, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპისთვის არაფრის შეცვლა არ არის საჭირო, ვინაიდან ზედმეტი თავისუფლება შესაძლოა კვლავ სავალალო შედეგების მომტანი გახდეს.

ამრიგად, პირბადეების ყველგან ტარების ვალდებულება კვლავ ძალაშია, გასართობ დაწესებულებებში კვლავ იკრძალება კლიენტების ფეხზე დგომა, ანუ განსაზღვრულია მაგიდებთან ადამიანების რაოდენობა, რაც 6-სს შეადგენს. მოედნებზე ისევ მაყურებელთა მხოლოდ 10% იქნება დასაშვები.

აღსანიშნავია, რომ დღეს საბერძნეთში კორონავირუსის 19.618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 5.000-მდე ფიქსირდება ატიკის რეგიონში. მართვით სუნთქვაზე მყოფთა რაოდენობა კი კრიტიკულად მაღალია და 515-ს უდრის.

onalem

ტესტ