fbpx
საზოგადოება

ყოფილი მწვრთნელის შოკისმომგვრელი აღიარება: “11 წლის ბავშვთან ურთიერთობა მქონდა, ეს არ იყო ძალადობა, ახლაც მინდა ცოლად მოვიყვანო”

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს საშუალებით ცნობილი გახდა შოკისმომგვრელი აღიარების შესახებ, რომელიც საზღვაო კლუბის ყოფილმა მწვრთნელმა გააკეთა. საუბარია 9 წლის წინანდელ ამბავზე, გოგონაზე, რომელიც მაშინ მხოლოდ 11 წლის იყო. ის ახლა დაუკავშირდა სოფია ბეკატორუს, რომელმაც საჯაროდ პირველად ისაუბრა ძალადობის შესახებ, რომლიც რამდენიმე წლის წინ მოხდა და სოლიდარობა გამოუცხადა. პარალელურად კი, მოუყვა, რომ მასაც მსგავსი მძიმე გამოცდილება ჰქონდა.

ირკვევა, რომ სპორტსმენი გოგონა (მაშინ 11 წლის) კლუბის წევრი იყო და საკუთარი მწვრთნელის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას შემდეგ, რაც შემთხვევის შესახებ საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია, ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი მედიასთან საუბრობს.

ის ახლა კუნძულზე ცხოვრობს და ბრალდებით შეშფოთებულია. მისი თქმით, 11 წლის გოგონა უყვარდა და ჰქონდა მუდმივი ურთიერთობა.

“ჩვენ ურთიერთობა გვქონდა. ეს არ იყო ძალადობა და გაუპატიურება. ძალადობა შეიძლება მოხდეს ერთხელ, ორჯერ?! რამდენჯერ?! ეს იყო ორმხრივი. ჩვენ ერთად ვატარებდით დღესასწაულებს. როდესაც ბავშვთან ურთიერთობაში ხარ, ეს არ არის ძალადობა. ვიყავით ჩემს მშობლებთან ერთად, მის სახლშიც. 

მას უნდოდა ეს ყველაფერი, ჩემზე მეტადაც კი. მე კი ვერცერთ სხვა ქალს ვერ ვხედავდი, მის გარდა. მიყვარდა და ყოველდღე კიდევ უფრო მიყვარდებოდა. ახლაც კი მინდა, რომ ცოლად მოვიყვანო. შეთანხმებულები ვიყავით, რომ როდესაც ცოტა გაიზრდებოდა, დავქორწინდებოდით,” აცხადებს ყოფილი მწვრთნელი, რომელიც კლუბიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც გოგონას მამისგან საჩივარი შევიდა აღნიშნულთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ