fbpx
საბერძნეთი

კარანტინი კიდევ ერთი კვირით გადავადდა – ახალი ზომები საბერძნეთში!

ნიკოს ხარდალიასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კარანტინი კიდევ ერთი კვირით გადავადდა, რაც ნიშნავს, რომ გადაადგილებაზე აკრძალვა და SMS კვლავ ძალაში რჩება.

ამას გარდა, დააანონსა ახალი ზომები, რომლებიც უკავშირდება ტაქსიში მგზავრთა დასაშვებ რაოდენობას.

რა იკრძალება?!

  • თევზაობა
  • ნადირობა
  • გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე
  • პირბადის გარეშე გადაადგილება ნებისმიერ ადგილას, ღია თუ დახურულ სივრცეებში.

რაც შეეხება, ტაქსებს, ერთ მანქანაში დასაშვებია იჯდეს მხოლოდ ორი მგზავრი, გარდა მძღოლისა.

1 თებერვალს საკლასო ოთახებს უბრუნდებიან საშუალო და მაღალი მოსწავლეები და ამავე დღეს გაიხსნება ΟΠΑΠ-ის ოფისებიც.

რაც შეეხება მკაცრ კარანტინს, კიდევ ერთი კვირით არაფერი არ გაიხსნება შემდეგ ტერიტორიებზე:

ვიოტია

ლესვოს

სპარტი

ეორდეა

სკორო

სიატიცა

ასპროპირგოსი

ახარნონი.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მაღაზიები მუშაობენ მხოლოდ Click Away-ს მეთოდით და გადაადგილებაზე გაცილებით მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.

onalem

ტესტ