fbpx
საზოგადოება

წვიმების შემდეგ, გვალვა საბერძნეთში – რამდენი გრადუსი იქნება შაბათ-კვირას?!

რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის შემდეგ, რასაც ატიკის რეგიონში პრობლემებიც მოჰყვა, ბერძენი სინოპტიკოსი, საკის არნაუტოღლუ კვირის ბოლოს განსხვავებულ ამინდს გვპირდება.

სინოპტიკოსის თქმით, შაბათს ჩრდილოეთ ატიკაში ტემპერატურა განსაკუთრებით აიწევს, შემდეგ კი ტემპერატურის დასტაბილურება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება.

ზოგადად, ორშაბათის ჩათვლით ევროპის უმეტეს ქვეყნებში ჰაერი 36-დან 39 გრადუსამდე გათბება და გამონაკლისი არც საბერძნეთია.

ხვალიდან მოსალოდნელია 35-დან 37 გრადუსამდე, შაბათს ტემპერატურა 39 გრადუსამდე აიწევს, ხოლო კვირას გვალვა კუნძულებზე გავრცელდება.

არნაუტოღლუ პროგნოზირებს, რომ სამშაბათიდან ჰაერის ტემპერატურა 5-7 გრადუსით დაიკლებს.

https://www.facebook.com/SakisArnaoutoglouForecasts/videos/183654769200987/

 

onalem

ტესტ