fbpx
საზოგადოება

წარმოუდგენელი ვითარება ათენის მენიდში: ხალხი ტყვიებს პოულობს აივნებსა და გაჩერებებზე

სიტუაცია ათენის მენიდში უკონტროლოა. ერთ-ერთმა ქალბატონმა საკუთარი სახლის აივანზე ტყვია იპოვა, სწორედ საძინებლის გვერდით, მეორე ადგილობრივმა კი ის ავტობუსის გაჩერებაზე შენიშნა.

ხალხი ტყვიების ფოტოებს სოციალურ ქსელში ანთავსებს და არსებული ვითარების გამო ძალიან შეშფოთებულია. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინაც, როდესაც ახალაგზრდა ქალმა ტყვია საკუთარი მცირეწლოვანი გოგონას ველოსიპედთან იპოვა, ხოლო მენიდის კიდევ ერთმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა, რომ მისი მანქანის ფანჯარა ბრმა ტყვიის მიერ იყო განადგურებული.

ფეისბუქის მომხმარებელი იმასაც აღწერს, თუ როგორ ვაჭრობენ მისი სახლის ქვემოთ ნარკოტიკებით და ამას უყურებენ ბავშვებიც. უმისამართო სროლა კი ნამდვილ ტრადიციად არის ქცეული, რამაც შესაძლოა საშინელი ტრაგედია გამოიწვიოს. ეს ერთხელ უკვე მოხდა, როდესაც 11 წლის მარიო სწორედ ბრმა ტყვიამ მენიდის სკოლის ეზოში იმსხვერპლა.

onalem

ტესტ