fbpx
საზოგადოება

“მაქვს მიზანი, მივიღო ჩემი სახე, მინდა ბედნიერი ვიყო” – იოანას პირველი სიტყვები საკუთარ თავსა და გრძნობებზე

იოანა პალიოსპირუ, რომელიც მჟავით თავდასხმის მსხვერპლი გახდა, პირველად საუბრობს ვრცლად საკუთარ გრძნობებსა და მდგომარეობაზე.

– თავდასხმიდან ერთი წლის და ორი თვის შემდეგ, რას გრძნობ? როგორია შენი მდგომარეობა?

პირველივე წუთებიდან ექიმებმა მითხრეს, რომ ეს არა 100 მეტრიანი შეჯიბრი, არამედ გრძელი მარათონი იქნებოდა. რეაბილიტაცია, რომელსაც გავდივარ, გრძელი გზაა და მჭირდება ძალების გამუდმებით მოკრება, რომ ოდესმე დავასრულო. რაღაც მომენტში ვსწავლობთ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. მკვლელობის მცდელობის შემდეგ მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვარ ორიენტირებული. მინდა ჩემი ოცნებები რეალობად ვაქციო, ეს სულ არ გამომდის, რა თქმა უნდა, რადგან ფიზიკურ ტკივილთან ერთად არის ფსიქიკური ტრამვაც.

– რა გჭირდება იმისთვის, რომ თავი მშვიდად იგრძნო?

პირველ რიგში მინდა, რომ აღვადგინო ჩემი ცხოვრება, შევძლო, რომ ბედნიერი ვიყო იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ვუყვარვარ და ვინც მიყვარს. მეორე, რაც სიმშვიდისთვის მჭირდება, არის იმის ცოდნა, რომ თავდამსხმელი ქალი სასჯელს იხდის და ზიანს არ მომაყენებს არც მე და არც ვინმე სხვას. როცა მე საავადმყოფოში ვიყავი და სიცოცხლისთვის ვიბრძოდი, ის ჩემი მოკვლის სხვა გზებს ეძებდა. ეს არის ის, რისიც ძალიან მეშინია და ნამდვილად არ ვიცი, რას ველოდო და რა გზით მოვა სრული სიმშვიდე.

– როგორ წარმოგიდგენიათ თავი 10 წლის შემდეგ?

მინდა თუ არ მინდა, ამ თავდასხმამ ჩემი სტიგმატიზაცია მოახდინა. მაქვს მთავარი მიზანი, რომ მივიღო საკუთარი სახე. მინდა, რომ ბედნიერი ვიყო… ვიყო იმის მტკიცებულება, რომ მე ვარსებობ და ეს ფაქტი ჩემს ცხოვრებას არ განსაზღვრავს. თავდასხმის სხვა მსხვერპლებს მინდა იმედი მივცე.

onalem

ტესტ