fbpx
საზოგადოება

უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს მანქანებსა და კარვებში სძინავთ – მიწისძვრის შედეგები საბერძნეთში

მიწისძვრების სერიამ, რომელიც საბერძნეთში ბოლო დღეების მანძილზე დაფიქსირდა, ოჯახებისთვის ტრაგიკული შედეგები მოიტანა. ადამიანები უსახლკაროდ არიან დარჩენილი და ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ისინი ფურგონის ტიპის მანქანებით აღჭურვოს, რათა სიცივეში არ მოუწიოთ ღამის გათევა.

ელასონაში 6 და 5.8 ბალიანი მიწისძვრების შედეგად 140-მდე სახლი დაინგრა, შესაბამისად, 400-მდეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც არ იციან, სად წავიდნენ, მათ შორის არიან მოხუცები და ჩვილები. გაშლილია კარვები, ზოგს კი მანქანებში სძინავთ, რომ ღამის სიცივეს თავი დააღწიონ. 540 სახლი, რომლებიც არ არის სრულიად დანგრეული, ითვლება საცხოვრებლად უვარგისად.

ამასთანავე, იმ სოფლების მოსახლეობა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირველ ეტაპზე გაიკეთებს, რადგან არიან მაღალი რისკის ჯგუფები.

onalem

ტესტ