fbpx
საბერძნეთი

რას გეგმავს საბერძნეთის მთავრობა? როდის გაიხსნება მაღაზიები და კაფეები?

ეპიდმდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე, საბერძნეთში სხვადასხვა დაწესებულებების გახსნის თარიღები, სავარაუდოდ, შეიცვლება. მთავრობის მაგიდაზე დევს შემდეგი ვარიანტები: 1) მაღაზიების გახსნა 16 მარტს ან 22 მარტს და 2) კაფეების და ტავერნების გახსნა აპრილის შუა რიცხვებში.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, მარტის თვეში საკმაოდ რთული იქნება ყოველდღიურად ინფიცირებულთა 1.000-სს ქვემოთ ჩამოყვანა, ანუ მონაცემების შემცირება და ვირუსის გავრცელების კონტროლის ქვეშ მოქცევა. ამ ეტაპისთვის ატიკაში ბრიტანული შტამი ელვის სისწრაფით ვრცელდება.

სწორედ აქედან გამომდინარე, შესაძლოა მაღაზიების გახსნა გადაიდოს 16 მარტიდან 22 მარტისთვის, ვინაიდან 16 მარტს გახსნა საფრთხის შემცველია.

რაც შეეხება კაფე-ბარებს, ტავერნებსა და რესტორნებს, მთავრობა დადებითად აფასებს აპრილის შუა რიცხვებში გახსნის იდეას, თუმცა, ცხადია, ყურადღება მიექცევა უსაფრთხოების წესების დაცვას, მაგიდებს შორის დაშორებას, კლიენტთა და თანამშრომელთა რაოდენობას და ა.შ.

პრობლემად რჩება ის დაწესებულებები, რომლებსაც არ აქვთ გარე სივრცე მაგიდების დასადგმელად, ვინაიდან მაგიდების 90% სწორედ გარე ტერიტორიაზე უნდა იყოს განლაგებული.

onalem

ტესტ