fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა 10 წლიანი პატიმრობით დაისჯება

საბერძნეთში ცხოველებისადმი არასათანადო ან სასტიკად მოპყრობა 1-დან 10 წლამდე პატიმრობით დაისჯება. 1 წელი არის მინიმალური სასჯელი, რომელის შეეფარდება პირს, რომელიც შინაურ ცხოველს შესაბამისად არ მოეპყრობა.

გარდა ამისა, ცხადია, ძალაშია ჯარიმებიც, რომლებიც განისაზღვრება 5.000 ევროდან 15.000 ევრომდე.

ქვეყანაში ძალიან ხშირად ფიქსირდება ცხოველების წამებისა და მკვლელობის ფაქტები, რის გამოც, პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო გადაწყვეტილება, ჯარიმებისა და სასჯელის გაზრდის გზით მოაგვაროს ეს პრობლემა.

“მსგავს ქმედებებს საზოგადოება აღარ მიიღებს. ეს არის ძლიერი მესიჯი, რომელსაც საბერძნეთის პარლამენტი უგზავნის მოქალაქეებს,” განაცხადა საბერძნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საბერძნეთი ევროპაში წამყვანი ქვეყანაა ცხოველთა უფლებების დაცვის მხრივ, ხოლო ბერძნები ცნობილი არიან ცხოველებისადმი სიყვარულით.

 

onalem

ტესტ