fbpx
ემიგრაცია

“ტყუილია, რომ საბუთები არ გვქონდა წესრიგში” – აეროპორტში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ლარნაკას აეროპორტში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საკონსულოს განმარტებებს ეხმაურებიან. მათი თქმით, უწყების განცხადება, რომ ისინი საბუთების არქონის გამო დააკავეს სიცრუეა. საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ამბობენ, რომ  საკონსულოს წარმომადგენლები მათი მდგომარეობით არც დაინტერესებულან.

ლარნაკას აეროპორტში დაკავებულების თქმით, საკონსულოს განცხადება, რომ თითქოს ისინი აეროპორტში სპეციალურ მოსაცდელ სივრცეში არიან განთავსებული სიცრუეა.

“როდესაც აცხადებენ, რომ თურმე ჩვენ საბუთები არ გვქონდა მწყობრში, ჩვენ დეტალურად ვინც ვართ აქ ყველა ქუთაისი აეროპორტში შეგვამოწმეს» თუ რამე წესრიგში არ გვქონდა რატომ გამოგვიშვეს? როცა აცხადებენ,რომ თურმე დროებით სივრცეში ვიმყოფებით, ასეთი არ არის ჩვეულებრივი იზოლატორია. არავინ გამოგვხმაურებია საკონსულოდან. მათ მოისმინეს ის რაც უთხრეს მესაზღვრეებმა,“-აცხადებს „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას შალვა სპიროვი.

დაკავებულების საქართველოში დაბრუნდება ხვალისთვის იგეგმება.

onalem

ტესტ