fbpx
საბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: მშობლებმა 8 თვის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია კოზანში მოხდა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ გარდაცვლილია 8 თვის ბავშვი, სიკვდილის მიზეზი კი ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ირკვევა, რომ ის მშობლებმა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი მიიყვანეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ არ იღვიძებდა. ექიმების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, უკვე ძალიან გვიანი იყო. მათი თქმით, ის ძილში გარდაიცვალა.

არსებული ცნობებით, ჩვილი დევნილთა ოჯახიდან არის. სიკვდილის ზუსტი მიზეზი კი, ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ