fbpx
საზოგადოება

“თავიდან გვეგონა, რომ ხალხმა არ იცოდა, რა ხდებოდა, ახლა კი, მზე გამოვიდა და ისევ გარეთ გამოვიდნენ” – პალეო ფალიროს მერი სანაპიროების დახურვის ინიციატივით გამოდის

მას შემდეგ, რაც მზე გამოვიდა და ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა, ათენელებმა კვლავ სანაპიროებზე სეირნობა და ზღვაში ბანაობაც კი დაიწყეს. მსგავსი ქმედებების გამო უკვე დიდი ხანია დაიკეტა თესალონიკის სანაპირო და ახლა, პალეო ფალიროს მერი იგივეს ითხოვს ათენშიც.

როგორც იანის ფოსტიროპულოსი აცხადებს, ორი კვირის წინ ხალხს სანაპიროებზე ხედავდნენ და ფიქრობდნენ, რომ ისინი შესაძლოა არ იყვნენ საკმარისად ინფორმირებულები, თუ რა საფრთხეების წინაშე იდგა ქვეყანა რეალურად და სწორედ ამიტომ არ იცავდნენ მითითებებს, თუმცა, ახლა ამინდის გამოსწორებასთან ერთად კიდევ ერთი ნაკადი შეინიშნება გარეთ. ამის გამო, ის გამოდის ინიციატივით, რომ დაიკეტოს სანაპიროები და ამის შესახებ ნიკოს ხარდალიასს უკვე გაესაუბრა.

“ამ ადამიანებს, რომლებიც გარეთ გამოდიან, აქვთ sms, რომ მიდიან სავარჯიშოდ ან ასეირნებენ შინაურ ცხოველს, მაგრამ აქ დადის ხალხი სრულიად სხვა უბნებიდან და მათ არ აქვთ ამის უფლება. არ შეიძლება მოდიოდე დიდი მანძილიდან სანაპიროზე სასეირნოდ,” აცხადებს ფოსტიროპულოსი.

ხარდალიასმა და ციოდრასმა გაზგასმით აღნიშნეს, რომ ვარჯიშიც და შინაური ცხოველის გასეირნებაც დასაშვებია, მაგრამ ეს არ გულისხმობს საათობით გარეთ ყოფნას და ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს ეს ყველაფერი საკუთარ სახლთან ძალიან ახლოს.

onalem

ტესტ