fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“შვილი ათენში სასწავლებლად გაგზავნეს და 7 თვეში გარდაცვლილი იპოვეს” – 22 წლის გოგონას სატანიზმთან კავშირი დადასტურდა

აგელიკი ნიკოლულის გადაცემის საშუალებით გავრცელდა ფოტო-მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფს, რომ 22 წლის ბერძენ გოგონას, რომელიც ეგალეოში საცხორებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მჭიდრო კავშირი ჰქონდა სატანიზმთან. ფოტოები, რომლებიც ტელევიზიით აჩვენეს, შემზარავია.

22 წლის არეტი ზახაროპულუს მშობლები დარწმუნებით ამბობენ, რომ მათი შვილი სიკვდილამდე სწორედ სატანისტურმა დაჯგუფებამ მიიყვანა. მისი გარდაცვალების დრო ზუსტად ემთხვეოდა სავსე მთვარეობას, რომელსაც აღნიშნული სექტის მიმდევრებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

არეტი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მისი ცხედარი საკმაოდ უცნაურ მდგომარეობაში იპოვეს, თავზე ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოცმული, ხოლო შიგნით ჰელიუმის პატარა ბოთლი იდო.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მას ფიზიკური დაზიანებები მიღებული არ აქვს. არ ეტყობა არანაირი ნიშანი, რომელიც კრიმინალურ დანაშაულზე მიუთითებს. თუმცა, გამოძიება კიდევ ელოდება სხვა შედეგებს.

როგორც ცნობილია, 22 წლის არეტი პირგოსიდან იყო, ადგილობრივები მომხდარით შეძრულები არიან:

“დედ-მამამ შვილი ათენში სასწავლებლად გაგზავნა, 7 თვეში კი მკვდარი იპოვეს. რეალურად რა მოხდა, არც კი იციან. ჩვენ ყველას გვინდა, სიმართლე ვიცოდეთ.”

ფოტოები, რომელიც სტუდენტის სატანიზმთან კავშირს ადასტურებს:

 

onalem

ტესტ