fbpx
საზოგადოება

შემთხვევა საბერძნეთის სასტუმროში: წყვილი ჩხუბისას აივნიდან გადავარდა

ამ დროისთვის ორივე მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ბერძენი წყვილისთვის შეკამათება არც თუ ისე კარგად დასრულდა.

34 წლის მამაკაცი და 32 წლის ქალი საშობაო დღეებს ერთად, პორტარიაში, პილიოში ატარებდნენ და ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ. დღეს გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე, ნასვამმა მამაკაცმა თავისი მეორე ნახევარის ტელეფონში საეჭვო შეტყობინებები იპოვა, რის გამოც მდგომარეობიდან გამოვიდა და ქალს ჩხუბი დაუწყო.

ორივე მათგანი პანიკაში ჩავარდა და კამათისას აივანზე გავიდა, საიდანაც ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ ერთად გადავარდნენ.

ადგილზე სწრაფად მობილიზდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და წყვილი ვოლოსის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევას პოლიცია იძიებს, მიუხედავად იმისა, რომ ქალს მამაკაცის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა არ სურს.

ინციდენტისას ისინი მეორე სართულზე იმყოფებოდნენ.

onalem

ტესტ