fbpx
საზოგადოება

სად და რა მიზნებით მიდიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ?!

საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე, რომელიც 2019 წლის მეოთხე კვარტალში საზღვარგარეთ გავიდა, გამგზავრების მიზნად ნათესავებისა და მეგობრების მონახულება დაასახელა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის” მასალებში.

სულ 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ გავიდა 890,5 ათასი ადამიანი. აქედან 54,7% მოგზაურობდა, როგორც ტურისტი. ქართველმა ტურისტებმა უცხოეთში საშუალოდ 3,8 ღამე დაჰყვეს.

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ეწვია თურქეთს (39,3%), აზერბაიჯანსა (16,7% და ევროკავშირის ქვეყნებს (15,2%).)

ნაცნობების მონახულების გარდა, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები მიდიან შოპინგისთვის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობისთვის.

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნები 2019 წლის მეოთხე კვარტალში

საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში საზღვარგარეთ დახარჯეს 505,4 მლნ ლარის. თითოეულმა მოქალაქემ ვიზიტის დროს საშუალოდ 857,7 ლარი დახარჯა. ყველაზე მეტ ფულს ქართველი ტურისტები ხარჯავენ კვებაზე, საყიდლებზე და განთავსებაზე

საქართველოს მოქალაქეების ხარჯები საზღვარგარეთ 2019 წლის მეოთხე კვარტალში

საქართველოს 2019 წლის მეოთხე კვარტალში უცხოელები ეწვივნენ 2,1 მილიონჯერ, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით 12,1%-ით მეტია. უცხოელმა მოგზაურებმა საქართველოში მთლიანობაში დაახლოებით 1,7 მილიარდი ლარი დახარჯეს.

 

onalem

ტესტ