fbpx
საზოგადოება

“საბერძნეთში სილამაზე წყევლასავით მუშაობს, სერიოზულად არ მიყურებდნენ” – ვანა ბარბა

ვანა ბარბამ გადაცემაში, “Πάμε Δανάη”, ისაუბრა თავის ტელევიზიიდან წასვლაზე, წარსულზე, სექს სიმბოლოს სტატუსსა და ფანატიკოს თაყვანისმცემელზე, რომელიც ცხოვრებაში ჰყოლია და მას კანონის ძალით გაუმკლავდა.

“არ მინდა უკან დაბრუნება, ახლა მე კინო მჭირდება და განვიხილავ ერთ საკმაოდ კარგ შემოთავაზებას.

რაც შეეხება ბერძნულ MeToo-ს, ანუ სექსუალური შევიწროვების ფაქტებს, რომლებზეც ახლა საუბრობენ, საბედნიეროდ, მე მსგავსი ძალადობის მსხვერპლი არასოდეს გავმხდარვარ.
მაშინ არ ყოფილა არანაირი სტიგმა და სირთულე, როგორც ახლა არის. თუ ვინმეს რამეზე საუბარი უნდა, აუცილებლად უნდა გააკეთოს იმავე წამს.”

ბარბამ ყურადღება გაამახვილა ქალბატონზე, რომელიც მას წარსულში აწუხებდა:

“ერთი ქალბატონი ფანატიკურად დამდევდა უკან. აქედან გამომდინარე იძულებული გავხდი კანონის გზით მემოქმედა და შემდეგ გაჩერდა. აშკარა იყო, რომ ჩემთან გრძნობები აკავშირებდა, ეგონა, რომ ერთი ოჯახი  ვიყავით, დღეში 200-ჯერ მირეკავდა, სახლში მადგებოდა. შემდეგ მთხოვა, რომ სამართლებრივი გზით მოქმედება შემეწყვიტა, შევწყვიტე და იგივენაირად მოქცევა გააგრძელა,” ამბობს ბარბა.

“საბერძნეთში სილამაზე მოქმედებს წყევლასავით, “სექს სიმბოლოს” სტატუსი მზითვივით დამრჩა, ამის გამო არასოდეს მიყურებდნენ სერიოზულად,” დასძენს ის.

onalem

ტესტ