fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში დღეიდან ამინდი უარესდება – ქარი, წვიმა და ჭექა-ქუხილი ქვეყანაში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში დღეიდან ამინდი უარესდება. მოსალოდნელია წვიმა, ჭექა-ქუხილი და ძლიერი ქარი რამდენიმე რეგიონში. ფენომენი განსაკუთრებით ძლიერი იქნება დასავლეთით, შემდეგ კი ნელ-ნელა გავრცელდება მაკედონიის, თრაკის, ეგეოსის და კიკლადესის კუნძულების მიმართულებით.

ტემპერატურა საგრძნობლად არ დაეცემა, თუმცა, ეგეოსის და იონიის კუნძულებზე მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, მეტეოროლოგიური სამსახური კრძალავს გემების გადაადგილებასაც კი.

პირეადან გემები არ გავა კრეტის, დოდეკანესის, კიკლადესის და სარონიკის ყურის მიმართულებით.

ათენში მოსალოდნელია პერიოდული წვიმები და ქარი, რომლის ძალაც 6-7 ბალი იქნება.

ტემპერატურა 12-დან 19 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, აქაც მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, ქარი 4-6 ბალი სიძლიერის, ხოლო ჰაერი 90დან 14 გრადუსამე გათბება.

onalem

ტესტ