fbpx
საბერძნეთი

“არ არსებობს ნეიტრალიტეტი! არ არსებობს გზა შუაში! ჩვენ ყოველთვის პატივისცემისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ ვიდგებით” – ნიკოს დენდია უკრაინის ომზე

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიამ, “ახალი დემოკრატიის” რიგით მე-14 ყრილობაზე გამოსვლისას მკაფიო მესიჯი გააგზავნა თურქეთის მისამართით და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ცალსახა პოზიცია, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით.

“კირიაკოს მიცოტაკის მთავრობა კონსტანტინოს კარამანლის მემკვიდრეობის გაგრძელებაა. მიუხედავად კრიზისებისა, საბერძნეთის ეკონომიკა მყარი, მდგრადი და მზარდია, რადგან ეს ქვეყანა უსაფრთხო საინვესტიციო ადგილია.

ამ ყველაფრის პარალელურად, უნდა აღვნიშნოთ წარმატებები საგარეო პოლიტიკაშიც, შეთანხმებები ეგვიპტესა და იტალიასთან, აშშ-სა და საფრანგეთთან, ასევე, საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან.”

დენდიამ თურქეთთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საბერძნეთს არც არავისი ეშინია და არც არავის ემუქრება. მის ინტერესებში ყველასთან მეგობრული ურთიერთობები შედის, მაგრამ თუკი რაიმე სახის სერიოზულ პროვოკაციას ექნება ადგილი თურქეთის მხრიდან, დენდა აცხადებს, რომ საბერძნეთი დაუყოვნებლივ, ადგილზე უპასუხებს მას.

რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის ომს, მან განაცხადა: “ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვდგავართ შუაში, როგორც ამას სხვა სახელმწიფოები აკეთებენ და აღმოსავლეთისკენ იყურებიან. არ არსებობს გზა შუაში! არ არსებობს ნეიტრალიტეტი! ერთადერთი გზა არის პატივისცემის, ადამიანის უფლებების დაცვის და საერთაშორისო ლეგიტიმაციისა, რომლის მხარესაც საბერძნეთი ყოველთვის იდგება.”

onalem

ტესტ