fbpx
საბერძნეთი

როდის გაიხსნება სისტემა თანხების მისაღებად და რამდენი ევრო შეიძლება ჩაგვირიცხოს საბერძნეთის მთავრობამ?!

საბერძნეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული ზომების მიხედვით, რომელთა მიზანიც მოსახლეობისთვის გადასახადების შემცირება და უკვე გადახდილი ზედმეტი თანხის უკან დაბრუნებაა, გაიხსნება სპეციალური სისტემა, სადაც საჭირო იქნება განაცხადის გაკეთება.

მოსახლეობას გაუჩნდა კითხვა, თუ როდის გაიხსნება სისტემა, რომ გავაკეთოთ განაცხადი და მივუთითოთ ბანკის ანგარიში, ასევე მისამართი, რომელზე მოსულ დენის გადასახადსაც ვიხდით.

როგორც მედია იუწყება, სისტემა გაიხსნება ივნისის დასაწყისში და უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანია სწორად გვქონდეს მითითებული მისამართი საშემოსავლო დეკლარაციაში (ფოროლოგიკი დილოსი). შეცდომის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება შესწორება.

დახმარება ითვალისწინებს მხოლოდ პირველ საცხოვრებელ ბინას ანუ თუ ფლობთ მეორე სახლსაც, ამ შემთხვევაში თანხას მხოლოდ ერთხელ მიიღებთ.

თუ ბინას ქირაობთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვის სახელზე მოდის სახლში დენის ქვითარი, მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში (ΑΑΔΕ) აფიქსირებდეთ როგორც თქვენს საცხოვრებელს, ვინაიდან შეფასების კრიტერიუმი სწორედ შემოსავალია.

რაც შეეხება თანხის რაოდენობას, განვიხილოთ მაგალითები:

თუ 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისამდე დენის გაძვირების შედეგად ზედმეტად გადახდილი თანხა 1.000 ევროა, დაგიბრუნდებათ 600 ევრო.

თუ 500 ევრო გაქვთ ზედმეტად გადახდილი, დაგიბრუნდებათ 300 ევრო.

150 ევროს შემთხვევაში დაგიბრუნდებათ 90 ევრო.

ზედმეტად 30 ევროს გადახდის შემთხვევაში დაგიბრუნდებათ 18 ევრო – ეს არის მინიმუმი, რაც შეიძლება მიიღოთ, რადგან 30 ევროზე ქვემოთ ზედმეტი თანხის გადახდისას, არაფერი დაბრუნდება.

სახელმწიფოს მიერ დარიცხული თანხის გამოყენება თითოეულ ადამიანს სურვილისამებრ შეეძლება.

onalem

ტესტ