fbpx
საზოგადოება

საბერძნეთს აფრიკული მტვრისგან სერიოზული დარტყმა ელის

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამ კვირაში საბერძნეთში არამდგრადი ამინდი გველის. თუმცა, სინოპტიკოსები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ აფრიკულ მტვერზე, რომელიც ქვეყანაში დიდი ინტენსივობით არის მოსალოდნელი.

კერძოდ, როგორც კალიანოსი იტყობინება, ტემპერატურა საგრძნობლად დაბლა არ დაიწევს, თუმცა, მოსალოდნელია პერიოდული მცირე წვიმები და მოღრუბლულობა. უმეტესად კი, მზიანი ამინდი და სითბო იქნება.

აღსანიშნავია, რომ იქროლებს ქარი, რომლის ძალაც საშუალოდ 6-7 ბალს მიაღწევს და სწორედ ამ გზით შემოვა საბერძნეთში აფრიკული მტვრის დიდი რაოდენობა, რომელიც პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, კრეტას დააზარალებს.

სინოპტიკოსთა თქმით, მოხუცები და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მიმდინარე დღეებს.

 

onalem

ტესტ