fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ ერთი ქართველი და ორი ბერძენი 11 პაკისტანელზე ძალადობის ბრალდებით დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ ერთი ქართველი და ორი ბერძენი მამაკაცი თესალონიკში დააპატიმრა. მათ 11 პაკისტანელი ქვეყანაში უკანონოდ ჰყავდათ შემოყვანილი, თუმცა, გარდა ამისა, ისინი ერთ სახლში ჰყავდათ ჩაკეტილი და მათზე ძალადობდნენ. ქართველი და ბერძენი კრიმინალები სიტუაციით სარგებლობდნენ და პაკისტანელების ნათესავებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას ითხოვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის პოლიციამ მათი დაკავების ოპერაცია გუშინ ღამით ჩაატარა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სამმა კრიმინალმა 11 პაკისტანელი, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია, თურქეთ-საბერძნეთის საზღვრიდან გადმოიყვანა და შემდეგ ქსიროკრინიში მდებარე სახლში გამოკეტა. იქ ყოფნის პერიოდში ფიქსირდებოდა გაუპატიურების ფაქტები და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაშინება და ა.შ.

დაკავებული ქართველი 35 წლის არის, ხოლო ბერძნები 49 და 58 წლის მამაკაცები არიან. სახლი, სადაც პაკისტანელები ჰყავდათ დამწვდეული, 58 წლის ბერძენის საკუთრებაშია.

აღნიშნული ბინიდან ამოღებულია:

მარიხუანა, სხვა ნარკოტიკული საშუალებები და უკანონო იარაღი.

სამივე დაკავებული თესალონიკის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ