fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობამ საქართველოს 6 მოქალაქე დაადეპორტა – ისინი თბილისში სპეციალური რეისით დააბრუნეს

18 უცხოელის საკუთარ ქვეყნებში გაძევების პროცესი საბერძნეთის მთავრობამ 14 მაისს, გასულ სამშაბათს დაასრულა. დეპორტირებულ პირებს შორის არის საქართველოს 6 მოქალაქე. ისინი ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისში სპეციალური რეისით გაამგზავრეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

დანარჩენი დეპორტირებული პირები პაკისტანელები არიან, რომლებიც ისლამაბადში გაამგზავრეს.

შეგახსენებთ, რომ წელს კიდევ 15 არალეგალი ქართველი და 43 პაკისტანელი გააძევეს საბერძნეთიდან.

რაც შეეხება, 2018 წელს მთავრობამ საქართველოში ჯამში 26 ქართველი დააბრუნა, ხოლო პაკისტანში 87 პაკისტანელი.

 

 

onalem

ტესტ