fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: მძარცველმა 18 წლის გოგონა სცემა, რადგან ვერაფერი მოპარა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კეფალონიაზე, არგოსტოლიში მოხდა. პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობი რჩება თავდამსხმელის ვინაობა და შესაბამისად, ადგილსამყოფელიც.

კერძოდ, უცნობი მამაკაცი 18 წლის სტუდენტს დილით, დაახლოებით 08:30 საათზე, ცენტრალურ ქუჩაზე დაესხა თავს. როგორც ირკვევა, გოგონა მძარცველს ეუბნებოდა, რომ თან საერთოდ არაფერი ჰქონდა, ამიტომ თავი დაენებებინა, თუმცა, მამაკაცს მთლიან სახეზე ნიღაბი ეკეთა და არ უჯერებდა, ვინაიდან კარგად ვერ ხედავდა.

როდესაც მან გააცნობიერა, რომ გოგონას მართლაც ვერაფერს მოპარავდა, სახეში მუშტების რტყმა დაუწყო, შემდეგ კი უკვალოდ გაქრა.

18 წლის სტუდენტმა ინციდენტის შესახებ პოლიციაში განაცხადა და მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ