fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: 2016 წელს შობადობის მაჩვენებელი გაიზარდა, სიკვდილიანობა კი შემცირდა

2015 წელთან შედარებით, საბერძნეთში 2016 წელს შობადობის მაჩვენებლის ზრდა დაფიქსირდა, ხოლო სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირდა.

ქვემოთ მოცემული მონაცემები წარდგენილია ELSTAT-ის მიერ. კერძოდ, 2016 წელს საბერძნეთში სულ 92 898 ბავშვი დაიბადა (47 882 ბიჭი და 45 016 გოგონა). აღნიშნული რიცხვი 1,1%-ით მეტია 2015 წელს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, 91 847 (47 294 ბიჭი და 44 553 გოგონა). ჩვილები, რომლებიც გარდაცვლილები დაიბადნენ, არ შედიან ამ ბავშვთა რიცხვში. სამწუხაროდ, 2016 წელს ასეთი ჩვილების რაოდენობა 339 იყო, რაც 8,6%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით, 312 53,672 ჩვილი.

სიკვდილიანობის მაჩვენებელმა იკლო 2%-ით. 2015 წელს გარდაიცვალა 121,212 ადამიანი (61,798 მამაკაცი და  59,414 ქალი), ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 118,792-მდე შემცირდა (60,526 მამაკაცი და 58,266 ქალი).

რაც შეეხება ქორწინებათა რიცხვს, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს დაქორწინებულთა რაოდენობა 7,5%-ით დაეცა. 2015 წელი – 53,672 ქორწინება (26,419 ეკლესიური და 27,253 შეთანხმება თანაცხოვრების შესახებ). რაც შეეხება თავად შეთანხმებას თანაცხოვრების შესახებ, ასეთი წყვილების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 45,5%-ით გაიზარდა, სულ 3,799 წყვილი.

onalem

ტესტ