fbpx
საზოგადოება

ქართველ და ბერძენ მეზღვაურებს ფილიპინელი მამაკაცი ხელებში ჩააკვდათ – 20 წლის დიმიტრის ინტერვიუ მათ გატაცებაზე

20 წლის დიმიტრიმ ტატიანა სტეფანიდუს შოუში ისაუბრა, თუ რა პირობებში იყვნენ ის, ერთი ქართველი და ორი ფილიპინელი მამაკაცი, როდესაც ტოგოს ტერიტორიაზე მეკობრეებმა გემიდან გაიტაცეს. ის აღწერს ტანჯვის 40 დღეს… როცა არ ჰქონდათ საჭმელი, წყალი და საკუთარ მოთხოვნილებებს ზღვაში იკმაყოფილებდნენ. ერთადერთი, რაც მეზღვაურებს ამხნევებდათ, ლოცვა იყო, ლოცულობდნენ ყოველდღე, რელიგიისდა განურჩევლად და როგორც დიმიტრი ამბობს, ეს მას აძლიერებდა.

“თავდასხმა ღამის 02:00 საათზე მოხდა. მეძინა, კარზე დააკაკუნეს და მეგონა ძრავის პრობლემა გვქონდა. მაგრამ რომ გავაღე, დავინახე მამაკაცი, რომელმაც შუბლზე იარაღი მომაბჯინა. იმ დროს ვერაფერზე ფიქრობ, ძალიან შემეშინდა. მათ ხის ნავში ჩაგვსხეს, რომელსაც არ ჰქონდა უსაფრთხოების ჟილეტები. მთლიანად შეიარაღებულები იყვნენ. მივცურავდით ზვიგენებით გარშემორტყმულ წყალში.” 

მეკობრეები მათ ეუბნებოდნენ, რომ ნუ შეეშინდებოდათ, არაფერს დაუშავებდნენ, რადგან ამ ყველაფერს მხოლოდ ფულისთვის აკეთებდნენ.

როგორც უკვე ცნობილია, ისინი 2019 წლის 13 დეკემბერს, 40 დღიანი ტვეობის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა, სამშობლოებში დაბრუნება მხოლოდ ბერძენმა, ქართველმა და ერთმა ფილიპინელმა შეძლო, რადგან მეორე დაიღუპა.

“მას მალარია ჰქონდა და ხელებში ჩაგვაკვდა,” ამბობს დიმიტრი.

იხილეთ სრული ინტერვიუ:

onalem

ტესტ