fbpx
საზოგადოება

“ორჯერ ვცადე ბავშვის შვილად აყვანა, მაგრამ ვერ შევძელი” – რულა კორომილა

რულა კორომილამ ნიკო ხაძინიკოლაუსთან გულახდილად ისაუბრა ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიც არის ბავშვის შვილად აყვანა და ამ პროცესთან დაკავშირებული სირთულეები.

“ბავშვის შვილად აყვნა ორჯერ ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი. იყო ერთი ოჯახი, რომელსაც ბავშვები არ უნდოდა და მე და ჩემმა ძმამ ბინა ვიქირავეთ და მათ ვუვლიდით. მაგრამ შემდეგ ქალმა მითხრა, რომ უნდოდა ამ ყველაფრისთვის თავი დაენებებინა. ვეცადეთ რაიმე გაგვეკეთებინა, მაგრამ ბავშვები წაიყვანა და გაქრა. ვერსად ვიპოვეთ.

ობოლ ბავშვთა ფონდში მოხალისე ვარ. ერთი ბავშვი გავიცანი, 16 თვის. ყოველდღე მივდიოდი იქ და ვუვლიდი. დღესასწაულებზე სახლშიც მყავდა წაყვანილი. მამაჩემის სახელი დავარქვი. შევასრულე ყველა პროცესი, რომ შვილად ამეყვანა, მაგრამ რაღაც კონკრეტული ასაკის შემდეგ აღარ გაქვს უფლება იშვილო.

გული ძალიან მეტკინა, რადგან მასთან დიდ დროს ვატარებდი. ვთხოვე მომენათლა, როცა ის სხვა ოჯახმა იშვილა, მაგრამ ვერც ეს შევძელი. დრამატული გამოცდილება მაქვს და ვფიქრობ, რომ ამას ვერ გადავიტან,” ამბობს ყოფილი ტელეწამყვანი და ჟურნალისტი.

onalem

ტესტ