fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთის კუნძულზე: სასტუმროს აუზში 16 და 19 წლის დები დაიხრჩვნენ

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კუნძულ როდოსზე, სასტუმროს აუზზე მოხდა. გოგონები, საბერძნეთში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები, აუზში ერთად დაიხრჩვნენ.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ორი თინეიჯერი სასტუმროს აუზში გუშინ 19:00 საათისთვის იპოვეს. ერთი მათგანი ფსკერზე იყო ჩაძირული და საერთოდ არ ჩანდა, თუმცა, მეორე პოვნისას ჯერ კიდევ გონზე იყო. მიუხედავად ექიმების მცდელობებისა მეორე გოგონაც დაიღუპა.

ვარაუდობენ, რომ ერთმა დამ მეორის გადარჩენა სცადა, თუმცა, თავადაც დაიხრჩო.

გოგონები საფრანგეთიდან არიან.

არსებული ცნობებით, პოლიციამ სასტუმროს მენეჯერი და მაშველი დააპატიმრა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაშველი იმ დროს იქ იმიტომ არ იმყოფებოდა, რომ მისი სამუშაო საათები დასრულებული იყო.

საქმეს როდოსის პროკურატურა გამოიძიებს.

onalem

ტესტ