fbpx
საზოგადოება

“ორივე მათგანი 8 ნოემბერს, დაცემისთანავე დაიღუპა” – ტრაგედია კატერინში

კატერინიდან გაუჩინარებული დედა-შვილის, 17 წლის მარია-იოანასა და 45 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება.

ბერძნული მედია იუწყება, რომ ექსპერტების მიერ გაკეთებული პირველადი დასკვნებით, ორივე მათგანი 10 დღის წინ არის გარდაცვლილი. ეს ნიშნავს, რომ 8 ნოემბერს, როდესაც ქალმა შვილი სახლიდან მანქანით წაიყვანა, 120 მეტრიან ხევში გადავარდნენ და მაშინვე დაიღუპნენ.

გარდაცვალება დაცემისთანავე მოხდა, რადგან თავისა და გულმკერდის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღეს. დედა-შვილი ინციდენტიდან 9 დღის შემდეგ იპოვეს.

მარია-იოანას მამა გამოძიების დეტალებს ელოდება.

 

onalem

ტესტ