fbpx
საბერძნეთი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დღეს საბერძნეთში: გადაადგილების აკრძალვა 18:00 საათიდან შაბათ-კვირას – რა შეიცვლება?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს ექსპერტთა საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებებს მიიღებს მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. პროფესორი ხარალამბოს გოგოსი ამბობს, რომ ერთადერთი ჭკვიანური გადაწყვეტილება ახლა არის გადაადგილების აკრძალვა 18:00 საათიდან.

კერძოდ, მოსალოდნელია, რომ გადაადგილება აიკრძალოს შაბათ-კვირას 18:00 საათიდან. ხოლო მუნიციპალიტეტებს შორის მიმოსვლა მოხდეს 13033-ზე SMS-ის გაგზავნის საშუალებით.

სკოლებთან დაკავშირებით გოგოსმა აღნიშნა, რომ ისინი არ იწვევენ პანდემიის გააქტიურებას, არამედ მისდევენ მის დინამიკას.

ვინაიდან ექსპერტთა საბჭო მხარს უჭერს გადაადგილების აკრძალვას შაბათ-კვირას 18:00 საათიდან, სუპერმარკეტები დაიკეტება 17:00 საათზე შაბათ დღეს.

რაც შეეხება მაღაზიებს, მოსალოდნელია, რომ გაუქმდეს მეთოდი Click Inside ანუ დარჩეს მხოლოდ შეკვეთის მაღაზიის გარედან წაღების მეთოდი და შესაბამისად, მომხმარებლებს აღარ შეეძლებათ მაღაზიების შიდა ტერტიტორიაზე შესვლა.

სკოლებთან დაკავშირებით ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა.

onalem

ტესტ