fbpx
კრიმინალი

მჟავით თავდასხმის კიდევ ერთი შემთხვევა ათენში – 25 წლის ფეხმძიმე გოგოს სახე აქვს დამწვარი

ბერძნული მედია კიდევ ერთი შოკისმომგვრელი შემთხვევის შესახებ იუწყება. საუბარია მჟავით თავდასხმაზე და ამ ამბავმა ყველას იოანა პალიოსპირუ გაახსენა, რომელსაც ეჭვიანობისა და შურის გამო, სახის 93% დაუწვა ქალმა, რომელსაც კარგად არც კი იცნობდა.

ამჯერად მჟავით თავს დაესხნენ 25 წლის ბერძენ გოგონას, რომელიც 4 თვის ფეხმძიმეა. თავდამსხმელმა მას სახეზე მიადო ნაჭერი, რომელიც მჟავით იყო გაჟღენთილი. ამ დროისთვის არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხარისხის დაზიანებები აქვს მიღებული, თუმცა, ცნობილია ის, რომ დამწვარი აქვს სახე, განსაკუთრებით ტუჩების არე.

შემთხვევა კიფსელზე, დაახლოებით ღამის 23:30 საათზე მოხდა. მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა, გოგონას მჟავიანი ნაჭერი მიადო სახეზე და შემდეგ ისევ იმავე მანქანით გაუჩინარდა.

დაშავებული მაშინვე ევანგელისმოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობა გადის.

საქმეს პოლიცია იძიებს, ვინაიდან ინციდენტის გარემოებები ამ დრომე უცნობია. გოგონა არ ასახელებს არც ვარაუდს, თუ ვინ შეიძლება იყოს თავდამსხმელი და არც იმას, თუ ვინ არის მისი შვილის მამა.

ექიმები ადასტურებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

onalem

ტესტ