fbpx
საბერძნეთი

რა შეიძლება შეიცვალოს საბერძნეთში აღდგომამდე და აღდგომის შემდეგ – ადონის გეორგიადისის განცხადებები

ადონის გეორგიადისმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას განაცხადა, რომ შესაძლებელია ვაჭრობასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები შევიდეს ძალაში, აღდგომამდეც კი.

მინისტრის განცხადებით, თვით-ტესტირების ფონზე მოსალოდნელია, რომ მოიხსნას მაღაზიებში ვიზიტის დანიშვნის ვალდებულება და მოსახლეობას პირდაპირ შეეძლოს წასვლა სავაჭროდ.

როგორც უკვე ცნობილია, თვით-ტესტირება წარმოადგენს ერთგვარ იმედს, რომ ნელ-ნელა გაიხსნას სხვა დაწესებულებებიც, ვინაიდან ცნობილი იქნება ვირუსის გავრცელების მასშტაბები და მოსახლეობა უფრო მარტივად შეძლებს სიტუაციის მართვას.

“მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მაისის თვის მიმართ. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ნორმალური ცხოვრების დაბრუნების თვე. მოსალოდნელია, რომ თუკი პანდემია სწორი კურსით წავიდა, აღდგომამდე მაღაზიებში შესვლა იყოს თავისუფალი და არ იყოს აუცილებელი მისასვლელად ვიზიტის დანიშვნა. 

რაც შეეხება ტავერნებსა და კაფეებს, მათი გახსნა იგეგმება აღდგომის შემდეგ, რასაც ტურიზმის გახსნაც დაერთვება თან. აქაც გვაქვს თვით-ტესტირების იმედი, ვინაიდან ამ სექტორის წარმომადგენლები იქნებიან ვალდებულნი, რომ ჩატარონ ტესტირება.

ლიგიკურად, ვინაიდან ვაქცინაციაც აქტიურად მიმდინარეობს და ამინდიც უმჯობესდება, პანდემიის დაძლევაში ეს ფაქტორები ძალიან დაგვეხმარება,” ამბობს გეორგიადისი.

onalem

ტესტ