fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან შეუძლიათ ისრაელში ლეგალურად დასაქმებისთვის რეგისტრაცია

დღეიდან, 12 აპრილიდან დაიწყო ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია, რომელიც შესაძლებელი იქნება მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/

საქართველო-ისრაელის შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე. დასაქმების ხანგრძლივობა 1 წელია, რომლის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ ისრაელი აუცილებლად უნდა დატოვოს.

დამხმარე მუშაკის ფუნქცია-მოვალეობებია:

  • პაციენტის მოვლა და გადაადგილებაში დახმარება;
  • პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა;
  • პაციენტის კვება/კვებაში დახმარება;
  • პაციენტთან კომუნიკაცია;
  • პალატის სისუფთავის დაცვა;
  • ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა.

2021 წლის განმავლობაში დაგეგმილია ისრაელში საქართველოს 1000 მოქალაქის დასაქმება.

15 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო დასაქმების სააგენტომ დაიწყო რეგისტრაცია იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალურად დასაქმება სურთ.