fbpx
საბერძნეთი

მიწისძვრებს დასასრული არ უჩანს – რამდენიმე წუთის წინ 4.5 ბალიანი ბიძგი კასტორიაში

საბერძნეთში დღე მიწისძვრის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. როგორც ბერძნული მედია იუწყება, 17:21 წუთზე 4.5 ბალიანი ბიძგი კასტორიაში დაფიქსირდა. ცხადია, მიწისძვრა საკმაოდ საგრძნობი იყო და მოსახლეობის ნაწილი კვლავ შეშინებულია.

4.5 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე წუთში დაფიქსირდა 3.4 ბალიანი ბიძგი და როგორც გეოდინამიკური ინსტიტუტის სეისმოლოგები იუწყებიან, აღნიშნულ ტერიტორიაზე კიდევ უნდა ელოდონ მსგავს სუსტ ბიძგებს.

მიწისძვრის სიღრმე 8.2 კილომეტრი იყო.

 

onalem

ტესტ