fbpx
პოლიტიკა

მიცოტაკი უკრაინას თავდაცვის ტექნიკას უგზავნის – ორი C-130 პოლონეთისკენ დღეს გაემგზავრება

დღეს საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ თავის სასახლეში საგანგებო შეხვედრა გამართა, რომელსაც ეროვნული თავდაცვის მინისტრი და ΓΕΕΘΑ-ს უფროსი ესწრებოდნენ.

მას შემდეგ, რაც მიცოტაკიმ მიიღო ინფორმაცია, უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ, გადაწყდა, რომ საბერძნეთი თავდაცვით ტექნიკას გააგზავნის. მიცოტაკიმ, გარდა სიტყვიერი სოლიდარობისა, მოქმედება დაიწყო და ორი სატვირთო ხომალდი, C-130, თავდაცვითი ტექნიკით, პოლონეთისკენ დღეს გაემგზავრება, რომ უკრაინის საზღვრამდე მივიდნენ.

კერძოდ, საუბარია კალაშნიკოვის ტიპის იარაღებზე, საბრძოლო მასალაზე, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო იარაღზე.

ამას გარდა, ორი დღის მანძილზე საბერძნეთიდან უკრაინაში გაიგზავნება ჰუმანიტარული დახმარებაც, ორი თვითმფრინავით და მათ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოს ხარდალიაც გაჰყვება. ჰუმანიტარულ დახმარებაში შედის მედიკამენტები, საბნები, საკვები და აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთები.

 

 

onalem

ტესტ