fbpx
საზოგადოება

“ლტოლვილი ბავშვები თავის მოკვლას ცდილობენ, რათა ლესვოსზე არსებულ ჯოჯოხეთს გაექცნენ” – Le Figaro

ფრანგული გამოცემა კუნძულ ლესვოსზე, ლტოლვილთა ბანაკებში არსებული ვითარების შესახებ წერს.

“წლის დასაწყისიდან 12-მა 10 წლამდე ბავშვმა სცადა თვითმკვლელობა, რათა ლესვოსზე არსებული ჯოჯოხეთისგან დაეღწია თავი. საბერძნეთის კუნძულებზე ლტოლვილთა ბანაკებში ბავშვების ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლამდეა მისული. ოჯახები ნაგავში, პატარა კარვებში ცხოვრობენ და ისინი ელოდებიან ხეების ნაჭრებს, რათა სიცივეს გადაურჩნენ. მათთვის ერთადერთი ჰორიზონტი ის არის, რომ ყოველდღე შეძლონ გადარჩნენ ამ მიზერულ პირობებში.

2016 წელს თურქეთსა და ევროკავშირს შორის მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ათასობით მიგრანტი და ლტოლვილი საბერძნეთის კუნძულებზე ჩარჩა. 

მხოლოდ მორიას ბანაკში, რომელსაც 3.000 მიგრანტის სამყოფი ადგილი აქვს, დაახლოებით 17.000 ლტოლვილი ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე მეტად მოწყვლადი ჯგუფი, ბავშვები არიან, რომელთა რაოდენობაც 36%-ია. გადატვირთულობა ბანაკებს მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოს ხდის და ყველაზე მეტად მენტალური მდგომარეობა ერყევათ.
გასულ იანვარში ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 15 წლის მოზარდი. ბავშვების ერთი მესამედი საკუთარ თავს გარკვეულ დაზიანებებს აყენებს, ზოგიერთები კი თავის მოვკლას ცდილობენ. მათი უმეტესობა კი 10 წელს ქვემოთ არის. ბანაკებში ისინი არიან მუდმივად გაღიზიანებულები, არ უნდათ თამაში და ჭამა, საწოლს ასველებენ 12-14 წლის ასაკშიც კი.

მორიას ბანაკში ტუალეტი მხოლოდ 65 ადამიანისთვის არის განკუთვნილი, ხოლო საშხაპე 90-ისთვის. არცერთ ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს მშვიდად ასეთ გარემოში… და ეს ხდება ევროპის კავშირის ქვეყანაში,” წერს Le Figaro.

onalem

ტესტ