fbpx
საზოგადოება

“წლები ვცდილობდი დედა გავმხდარიყავი, გავიკეთე რამდენიმე ხელოვნური განაყოფიერება და საბოლოოდ, ბუნებრივად დავფეხმძიმდი” – ელენი ფურეირა

ელენი ფურეირამ ბერძნული Vogue-ის ყდა დაამშვენა და ინტერვიუში რთულ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც მის ორსულობას უკავშირდება. მომღერალს ახლა ცხოვრების საუკეთესო პერიოდი აქვს, ვინაიდან სულ მალე პირველი შვილის დედა გახდება და გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავს, რომელიც როგორც ამბობს, ყოველ ეტაპზე მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

“ყოველთვის მინდოდა, დედა გავმხდარიყავი, უბრალოდ ძალიან გამიჭირდა, საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვცდილობდი და ისე მოხდა, რომ განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც ბევრი სხვა ქალისთვის. მინდა მათ ვუთხრა, რომ არასოდეს გაუცრუვდეთ. იქ, სადაც ამბობ, რომ უნდა დანებდე, სადაც ფიქრობ, რომ აღარაფერი გამოვა, ხდება საწაული, სწორედ იმ მომენტში. 1,5 წელი ვიბრძოდი, გავიკეთე ხელოვნური განაყოფიერება, რამდენჯერმე, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. ბოლოს კი, ბუნებრივად დავფეხმძიმდი. 

პირველი ადამიანი, ვისაც ეს გავუმხილე, რა თქმა უნდა, ალბერტო იყო. ის ჩემი ძალიან დიდი მხარდამჭერია და დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო მამა იქნება. იდეალური თანამგზავრია, როგორც ბედნიერ, ასევე რთულ პერიოდებში,” ამბობს ელენი.

onalem

ტესტ