fbpx
კრიმინალი

ექსკლუზიური ჩვენება: რას ამბობს მამაკაცი, რომლის გამოც 35 წლის კონსტანტინა ხაძიფოტიუმ იოანა პაპასპირუს მჟავა შეასხა

მჟავით თავდასხმის საქმე ბერძნული მედიის განხილვის მთავარი საგანია. ვრცელდება ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც პოლიციას 40 წლის მამაკაცმა მისცა. ის არის ადამიანი, რომელთანაც 35 წლის კონსტანტინა ხაძიფოტიუს ურთიერთობა ჰქონდა და ეჭვობდა, რომ მათ შორის იოანა პაპასპირუ იდგა. სწორედ ეს გახდა სასტიკი თავდასხმის მიზეზი – ეჭვიანობა, რომელიც, როგორც ირკვევა, სრულიად უსაფუძვლოა.

კერძოდ, რას ამბობს მამაკაცი:

“დაახლოებით ორი წლის წინ, ზოგრაფუზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში, საერთო მეგობრების წრეში გავიცანი ეს ქალბატონი, რომელთანაც თავიდან მეგობრულად ვკონტაქტობდი, მესენჯერის საშუალებით და შემდეგ თავისუფალი ინტიმური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ეს ყველაფერი კი ამ დრომდე გრძელდებოდა. ჩვენს ურთიერთობაში არ იყო არც ჩხუბი, არც რაიმე ზეწოლა, ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს, მითუმეტეს, რომ ახლოს ვცხოვრობთ.

რაც შეეხება მეორე ქალს (იოანა პაპასპირუს), ჩვენ არ გვაქვს სტაბილური და მუდმივი ურთიერთობა. ძალიან ცოტა ვიცი მისი პირადი ცხოვრების შესახებ. საერთო ნაცნობების ფონზე, მისი პროფილი ამომიგდო და ფეისბუქზე გავუგზავნე მეგობრობის თხოვნა. მხოლოდ 5-10 ტიპიური მესიჯი მივწერეთ ერთმანეთს, თუმცა, ახლოდან არასოდეს შევხვედრივართ და 1წელია, რაც მასთან საერთოდ არანაირი კონტაქტი არ მაქვს.”

როგორც ცნობილია, 35 წლის დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

onalem

ტესტ