fbpx
ეკონომიკაფინანსები

დახმარება, 534 ევრო, პანდემიით დაზარალებულებს საბერძნეთის მთავრობისგან – როდის ჩაირიცხება თანხები?!

საბერძნეთის შრომის მინისტრის, იანის ვურცისის განცხადებით, საბერძნეთში პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას, რომელიც უმუშევარი დარჩა მაისის თვეშიც, ან უბრალოდ შემოსავლები შეუმცირდა, კიდევ ერთხელ ჩაერიცხება ფინანსური დახმარება.

საუბარია ფულად დახმარებაზე, 534 ევროს ოდენობით, რომელიც ეკუთვნის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც პანდემიის ფონზე ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა, ცხადია, ეს ყველაფერი ვრცელდება მხოლოდ ოფიციალურად მომუშავე თანამშრომლებზე.

თანხები, ფაქტობრივად, გაიცემა ბენეფიციარების იმ ნაწილზეც, რომელთაც მიიღეს 800 ევრო აპრილის თვეში.

იანის ვურცისის ოფიციალური ინფორმაციით, 534 ევროს ჩარიცხვა პირად საბანკო ანგარიშებზე მოხდება 15 ივნისს. 

თანხა ეკუთვნით:

  • მათ, ვისი სამსახურიც სახელმწიფოს მითითებების საფუძველზე მაისის თვეშიც დახურული იყო ან მუშაობდნენ, თუმცა, საგრძნობლად დაეცა მათი შემოსავალი.
  • მათ ვისი სამსახურიც მაისის თვეში გაიხსნა, თუმცა, დამსაქმებლების მიერ მოხდა განაცხადის შეტანა მათთვის უმუშევრად ყოფნის გახანგრძლივების თაობაზე.

534 ევრო საბერძნეთის მთავრობისგან გადაეცემა 526.000-მდე ადამიანს.

onalem

ტესტ