fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ორი დღის წინ გაუჩინარებულად გამოცხადებული ქალი დამარხული იპოვეს – დაკავებულია მისი ვაჟი

გავრცელებული ინფორმაციით, კასტორიაში, დენდროხორიოს სტადიონთან დამარხული იპოვეს ქალი, რომელიც საკუთარმა ვაჟმა ორი დღის წინ გაუჩინარებულად გამოაცხადა.

საუბარია მოხუცზე, 82 წლის ქალბატონზე, რომელიც თავის შვილთან ერთად ცხოვრობდა. მამაკაცმა პოლიციის განყოფილებაში გასულ პარასკევს განაცხადა, რომ დედას ვერ პოულობდა და დახმარება ითხოვა. გამოძიების შედეგად სტადიონთან იპოვეს დამარხული თავის ქალა და ძვლები, ექსპერტიზის შედეგად კი, დადგინდა, რომ ისინი მართლაც მოხუცს ეკუთვნის.

ამ ყველაფრის შემდეგ მისი ვაჟი კვლავ დაიბარეს განყოფილებაში ჩვენების მისაცემად და როგორც ჩანს, მისი სიტყვები ეწინააღმდეგებოდა იმ ყველაფერს, რაც პირველ ჯერზე ჰქონდა ოფიცრებისთვის ნათქვამი. აქედან გამომდინარე, მამაკაცი დააკავეს.

კასტორიას უსაფრთხოების დეპარტამენტი მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ