fbpx
საბერძნეთი

გრძელი რიგები ათენის საერთაშორისო აეროპორტში პერსონალის სიმცირის გამო – ნახეთ კადრები

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის საერთაშორისო აეროპორტშიც, ევროპის სხვა აეროპორტების მსგავსად, გრძელი რიგები ფიქსირდება. ეს ყველაფერი გამოწვეულია მომუშავე პერსონალის სიმცირით და მგზავრებს დიდი ხნის მანძილზე უწევთ ლოდინი, კონტროლის გასავლელად.

ევროპის სხვა აეროპორტებში ნამდვილად უფრო უარესი ქაოსია, მაგრამ ათენის აეროპორტში 2022 წლის ზაფხულში არსებული ვითარება არაფრით ჰგავს 2020 ან 2021 წლის ზაფხულს, როდესაც ქვეყანა ტურისტების მცირე რაოდენობას ითვლიდა, პანდემიის გამო.

ამ დროისთვის, ვინაიდან პერსონალის სიმცირეა, მგზავრები საათობით იცდიან რიგში, რათა საპასპორტო კონტროლი გაიარონ და დანიშნულების ადგილისკენ მიმავალ თვითმფრინავამდე მისვლა შეძლონ.

როგორც უკვე ცნობილია, მოგზაურობის თვალსაზრისით შეზღუდვები მოხსნილია, მათ შორის, პირბადის ტარების ვალდებულებაც.

onalem

ტესტ