fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“გარდაცვალებამდე მკითხავთან უნდა მისულიყო” – რას ამბობს 22 წლის გოგოს მეგობარი, რომელიც ეგალეოში იპოვეს

22 წლის გოგონას სიკვდილის გარემოებები, რომელიც ათენის ეგალეოში გარდაცვლილი იპოვეს, ამ დრომდე იდუმალებით არის მოცული. პოლიციამ საქმე “თვითმკვლელობის” მუხლით დახურა, თუმცა, მისი მშობლები ამტკიცებენ, რომ ამ საქმეში სატანიზმის ხელი ურევია. გოგონას სატანისტურ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი და ამას, გარკვეულწილად, მისი მეგობარიც ადასტურებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ცხედარი უცნაურ მდგომარეობაში იყო, რაც სწორედ სატანისტურ რიტუალზე მიუთითებს.

პოლიციას ახალი ინფორმაციის სახით მხოლოდ მისი მეგობრის ჩვენება აქვს, რომელიც ამბობს, რომ გარდაცვალებამდე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 22 წლის სტუდენტს მკითხავთან წასვლა ჰქონდა დაგეგმილი.

“ბოლო დროს სულ ღამეებს ათენებდა და დღისით ეძინა, როცა რამეს ვგეგმავდით, არ მოდიოდა, რადგან ეძინა. სერიოზული პრობლემები ჰქონდა ძილთან დაკავშირებით. მაგრამ ყოველთვის იცინოდა და ვერავინ ვიფიქრებდით, რომ რაიმეზე დარდობდა. არც ის ეტყობოდა, რომ რაიმე გასაჭირში იყო,” ამბობს მისი მეგობარი.

გოგონას მამამ ტატიანა სტეფანიდუსთან ისაუბრა… მამაკაცის თქმით, ის ძალიან მგრძნობიარე ადამიანი იყო… ვაიბერის საშუალებით ეკონტაქტებოდა და ინციდენტამდე ძალიან კარგად იყო.

onalem

ტესტ